მსახიობები ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ. აღნიშნული ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.
ნესლიჰანის და თავისი პირველი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და მშობლები მალე გააკეთებენ განცხადებას შვილის დაბადების შესახებ.
როგორც ცნობილია, ნესლიჰანი აპირებს დროებით ჩამოშორდეს სხვადასვხა პროექტებს და გარკვეულ დროს ახალდაბადებულ შვილთან ერთად გაატარებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა დაარქვეს შვილს.