8-წლიანი ლოდინის შემდეგ ნესლიჰან ათაგიული დედა გახდა

107

მსახიობები ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ. აღნიშნული ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.

ნესლიჰანის და თავისი პირველი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და მშობლები მალე გააკეთებენ განცხადებას შვილის დაბადების შესახებ.

როგორც ცნობილია, ნესლიჰანი აპირებს დროებით ჩამოშორდეს სხვადასვხა პროექტებს და გარკვეულ დროს ახალდაბადებულ შვილთან ერთად გაატარებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა დაარქვეს შვილს.