“ის რაც მოხდა სირცხვილია!” – რას ამბობს ალესანდრო დელ პიერო კვარას გოლზე

111

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პსჟ და ლივერპული ერთმანეთს შეხვდნენ და მატჩი 0:1 დასრულდა ლივერპულის გამარჯვებით.

ხვიჩა კვარაცხელიამ მე-20 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

ამაზე იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის მიკროფონებთან ისაუბრა.

“ის, რაც მოხდა, სირცხვილია! წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს” – განაცხადა დელ პიერომ.