ილია თოფურიას პირადი ცხოვრების რა კულუარულ ამბებს აქვეყნებს ესპანური მედია

ბოლო პე­რი­ოდ­ში UFC-ის ჩემ­პი­ო­ნის, ილია თო­ფუ­რი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­და. სა­უ­ბა­რია ორ პა­რა­ლე­ლურ პრო­ცეს­ზე: სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ზე მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მისი ახა­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ…

“ას­ტონ მარ­ტი­ნი“ და იდუ­მა­ლი კომ­პა­ნი­ო­ნი: რა მოხ­და მა­ჟა­და­ონ­და­ში?
ვიდ­რე თო­ფუ­რი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და “სპი­კე­რე­ბი“ ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ, რომ ჩემ­პი­ო­ნი ამ­ჟა­მად მარ­ტოა და მხო­ლოდ შვი­ლებ­ზე ფიქ­რობს, ჟურ­ნა­ლისტ დანი­ელ კა­რან­დეს მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, ეს­პა­ნუ­რი მე­დია მის ახალ რჩე­ულ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს.

რო­გორც მე­დია წერს, მოვ­ლე­ნე­ბი მად­რი­დის მახ­ლობ­ლად, მა­ჟა­და­ონ­და­ში, პო­პუ­ლა­რულ კაფე-რეს­ტო­რან “Santino“-ს ტე­რა­სა­ზე გან­ვი­თარ­და.
6 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით, დღის 12 სა­ათ­ზე, ილია იქ თა­ვი­სი მდიდ­რუ­ლი Aston Martin-ით მი­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს მისი უკვე მე­ო­რე ამ ბრენ­დის ავ­ტო­მო­ბი­ლია – პირ­ვე­ლი ნაც­რის­ფე­რი იყო, ეს კი შთამ­ბეჭ­და­ვი ლურ­ჯი ფე­რი­საა და და­ახ­ლო­ე­ბით 180 000 ევრო ღირს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აღ­წე­რენ, რომ ილია მარ­ტო არ ყო­ფი­ლა. მას­თან ერ­თად იყო ახალ­გაზ­რდა, ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი ქალი, რომ­ლის ვი­ზუ­ა­ლიც მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღი­წე­რე­ბა: ზოგი მას “შთამ­ბეჭ­დავ ქე­რას“ უწო­დებს, ზოგი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას მოკ­ლე, წაბ­ლის­ფე­რი თმა და ბავ­შვუ­რი ნაკ­ვთე­ბი აქვს. მთა­ვა­რი დე­ტა­ლი კი წყვი­ლი ქცე­ვაა:

“ისი­ნი სა­უზ­მობ­დნენ (მი­ირ­თმევ­დნენ კრუ­ა­სა­ნებს) და სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად იქ­ცე­ოდ­ნენ. არ ცდი­ლობ­დნენ და­მალ­ვას… თვითმხილ­ვე­ლე­ბი თქმით, რომ ისი­ნი საკ­მა­ოდ ინ­ტი­მუ­რად სა­უბ­რობ­დნენ და ესიყ­ვა­რუ­ლე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს… ”

ეს ამ­ბა­ვი მე­დი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იმი­ტომ გახ­და, რომ სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თო­ფუ­რია სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, სა­დაც ის “შე­წუ­ხე­ბუ­ლი მა­მის“ როლ­ში უნდა წარმდგა­რი­ყო.

მებ­რძოლ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი უარ­ყო­ფენ, რომ მას ახა­ლი პარტნი­ო­რი ჰყავს და გან­მარ­ტა­ვენ, რომ მას უკვე თვე­ე­ბია არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გის­თან.
“ის დიდი ხა­ნია და­შო­რე­ბუ­ლია და თა­ვი­სუ­ფა­ლია ჰყავ­დეს იმ­დე­ნი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, რამ­დე­ნიც მო­ე­სურ­ვე­ბა, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ორს (წყვილს) – მსგავ­სი არა­ფე­რია“, – ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ფე­ში თო­ფუ­რია და მისი თან­მხლე­ბი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი­ვით იქ­ცე­ოდ­ნენ, თო­ფუ­რი­ას მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ ყო­ფი­ლა პა­ე­მა­ნი. მათი მტკი­ცე­ბით, ილია სა­ერ­თოდ არ არის ისე­თი ტი­პა­ჟი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში ან კა­ფე­ში ვინ­მეს ეა­ლერ­სე­ბა, ამი­ტომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ აღ­წე­რი­ლი სცე­ნა (კოც­ნა და მო­ფე­რე­ბა) სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მათი თქმით, “ის ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლია და არა­ვინ ჰყავს.“

სა­სა­მარ­თლო დავა: გა­მარ­ჯვე­ბა თუ იუ­რი­დი­უ­ლი ჩიხი?
ბოლო დღე­ებ­ში თო­ფუ­რი­ას მხარ­დამ­ჭერ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მან “დიდი გა­მარ­ჯვე­ბა“ მო­ი­პო­ვა სა­სა­მარ­თლო­ში, რად­გან მო­სა­მარ­თლემ მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის, შვილ­თან ერ­თად მა­ი­ა­მი­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბე­ატ­რის კორ­ტა­სარი ამ ფაქტს “აბ­სო­ლუ­ტურ სი­სუ­ლე­ლეს“ უწო­დებს და გან­მარ­ტავს რე­ა­ლურ იუ­რი­დი­ულ სუ­რათს:

ბავ­შვს გამ­გზავ­რე­ბა აეკ­რძა­ლა არა თო­ფუ­რი­ას რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო, არა­მედ იმი­ტომ, რომ მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბის შემ­დეგ მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი ჯერ კი­დევ და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია.

ჯორ­ჯი­ნა ითხოვს სრულ მე­ურ­ვე­ო­ბას (custodia absoluta), ხოლო ილია – ერ­თობ­ლივს (compartida). ვიდ­რე მხა­რე­ებს ერ­თმა­ნე­თის სარ­ჩე­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ჩაჰ­ბა­რე­ბი­ათ და არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი შე­თან­ხმე­ბა, ბავ­შვს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით არ აქვს.

რო­გორც კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­დე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­ცავს ბავ­შვის უფ­ლე­ბებს, მას მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მა.

ბრალ­დე­ბე­ბი: შან­ტა­ჟი, ძა­ლა­დო­ბა და სა­ი­მი­ჯო კამ­პა­ნია
სტა­ტი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია თო­ფუ­რი­ას მიერ გა­დად­გმუ­ლი “უხე­ში“ ნა­ბი­ჯე­ბი. მან გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც თა­ვი­სი შვი­ლის დე­დას “შან­ტა­ჟისტს“ უწო­დებს. მისი ვერ­სი­ით, ჯორ­ჯი­ნამ მას სას­ტი­კი მო­პყრო­ბის (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის) გამო მხო­ლოდ იმი­ტომ უჩივ­ლა, რომ ფი­ნან­სურ პი­რო­ბებ­ზე ვერ შე­თან­ხმდნენ.

ამ ნა­ბი­ჯ­მა ჯორ­ჯი­ნა სა­ში­ნე­ლი დარ­ტყმის ქვეშ და­ა­ყე­ნა. თო­ფუ­რი­ას მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ქალს შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და სიკ­ვდი­ლის მუ­ქა­რის ნამ­დვი­ლი ტალ­ღა და­ა­ტე­ხა თავს. ამ­ჟა­მად ჯორ­ჯი­ნა იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლია, რომ სახ­ლი­დან გას­ვლას ვერ ბე­დავს და დაც­ვას ითხოვს – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

სად არის სი­მარ­თლე?
ვიდ­რე თო­ფუ­რია სა­სა­მარ­თლო­დან გა­მო­სუ­ლი აცხა­დებ­და, რომ “ბედ­ნი­ე­რია თა­ვი­სი გო­გო­ნას ნახ­ვით“ და ამ­ბობს, რომ 4 თვეა ბავ­შვი არ უნა­ხავს, მე­ო­რე მხა­რე ამ­ბობს, რომ ნახ­ვა ყო­ველ­თვის შე­ეძ­ლო სახ­ლის ბაღ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ით.

“აშ­კა­რაა, რომ ილია თო­ფუ­რია ცდი­ლობს ახა­ლი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბას (შე­საძ­ლოა, ახალ პარტნი­ორ­თან ერ­თად), მაგ­რამ წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ნან­გრე­ვე­ბი და მწვა­ვე სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი (რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ისე სის­ხლის სა­მარ­თლის – ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით) კვლა­ვაც მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ თე­მად რჩე­ბა” – წერს ეს­პა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბე­ატ­რის კორ­ტა­სა­რი.