“საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს” – მეფე ჩარლზ III პრინც ენდრიუს დაკავებას ეხმაურება

კა­ნო­ნი უნდა აღ­სრულ­დეს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მეფე ჩარლზ მე­სა­მე მისი ძმის, ენ­დრიუ მა­უნტბა­ტენ-უინ­ძო­რის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

“უდი­დე­სი შეშ­ფო­თე­ბით გა­ვი­გე ენ­დრიუ მა­უნტბა­ტენ-უინ­ძორ­სა და სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას და­ნა­შა­უ­ლის ეჭ­ვის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი. ახლა სრუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და სა­თა­ნა­დო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს, რო­მელ­მაც ეს შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მი­თა და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბით უნდა გა­მო­ი­ძი­ოს. ამა­ში, რო­გორც აქამ­დე ვთქვი, ჩვე­ნი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცით ცხა­დად ვთქვა: კა­ნო­ნი უნდა აღ­სრულ­დეს.
ვი­ნა­ი­დან ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, არას­წო­რი იქ­ნე­ბა, რომ ამ სა­კი­თხზე და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ვა­კე­თო. ამავდრო­უ­ლად, ჩემი ოჯა­ხი და მე გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და თქვენ­თვის მსა­ხურს,” – ნათ­ქვა­მია მე­ფის გან­ცხა­დე­ბა­ში.

BBC News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­ფის, ჩარლზ მე­სა­მის ძმა, ენ­დრიუ მა­უნტბა­ტენ-უინ­ძო­რი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ენ­დრი­უმ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ელ­ჩად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ჯეფ­რი ეპშ­ტე­ინს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცა.

“ის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში. ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩხრე­კა ბერკში­რი­სა და ნორ­ფოლ­კის მი­სა­მარ­თებ­ზე. ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. ეროვ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბას არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ” – ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.