„წარმოუდგენლად დაიძაბა მდგომარეობა ჩვენ გარშემო… ჩვენი მდებარეობა ყოველთვის იყო ისეთი, რომ ჩვენ ძალაუნებურად ვხვდებოდით ამ ქარცეცხლში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფრთხილად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან”, – ამბობს მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ვიდეო-მიმართვაში და იმედოვნებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, თუმცა ცხადია, პროგნოზს ვერ გააკეთებს პანდემიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მეტნაკლებად ერთნაირად შეეხო მთელ მსოფლიოს და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არაა, მან სამშობლოს დატოვება და სამუშაოდ ესპანეთში გადასვლა გადაწყვიტა. ამბობს, რომ ახალი გამოწვევის ცოტა ეშინია, თუმცა სიახლეებისთვისა და საყვარელი საქმის კეთებისთვის მზადაა.
„ახლახან მივიღე მოწვევა ბარსელონადან და გადავწყვიტე, დავუბრუნდე სამსახურს”, – ამბობს ის.