გიორგი გველესიანი იუბილარია, ფეხბურთელს 35 წელი შეუსრულდა. გიორგიმ იუბილე ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის აღნიშნა.
ერთ-ერთ კადრში ასახულია გიორგის ემოციური მიმართვა მეუღლის, ლინდა კიკოლაშვილის მიმართ.
„აღმოჩნდი ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შემაძლებინა, კარიერაში, ცხოვრების დალაგება მარტივი გახდა, იმიტომ რომ შენ არსებობ, ამიტომ მადლობა შენ,“ – ამბობს გიორგი გველესიანი.
მეუღლის სიტყვებმა ლინდა კიკოლაშვილი აატირა.