ვენესუელაში მიწისძვრას გადარჩენილმა 10 წლის ბიჭმა, რომელმაც ფეხი დაკარგა, რონალდუს სტიკერი ითხოვა – თუმცა ფეხბურთელისგან ბევრად მეტი მიიღო

ვე­ნე­სუ­ე­ლელ ბიჭს, რო­მელ­მაც მშობ­ლე­ბი და უფ­რო­სი ძმა და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის დროს და­კარ­გა, მხო­ლოდ ერთი სურ­ვი­ლი ჰქონ­და – კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს სტი­კე­რი. თუმ­ცა ბი­ჭუ­ნამ ბევ­რად მეტი მიღო.

ლე­გენ­და­რულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ბავ­შვის­თვის ვი­დეო მი­მარ­თვა ჩა­წე­რა და თა­მაშ­ზე, უშუ­ა­ლოდ მო­ე­დან­ზე მი­იწ­ვია.

10 წლის ან­დრეს მი­ელ­სი მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ამ ეტაპ­ზე კვლავ კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.
“გა­მარ­ჯო­ბა ან­დრეს, რო­გორ ხარ? ამ ვი­დე­ოს იმის­თვის ვი­ღებ, რომ ჩა­ხუ­ტე­ბა გა­მო­გიგ­ზავ­ნო. ვიცი, რომ ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხარ. რო­გორც კი თავს უკეთ იგ­რძნობ, მინ­და, ჩემი ერთ-ერთი მატ­ჩის სა­ნა­ხა­ვად დაგ­პა­ტი­ჟო. გა­მი­ხარ­დე­ბა შენი ნახ­ვა. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ, მე­გო­ბა­რო“, – ამ­ბობს რო­ნალ­დუ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში.