საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ვაჟის მამა გახდა. ფეხბურთელსა და მის მეუღლეს, სალომე ლაშხს პატარა შეეძინათ, რომელსაც ტეო დაარქვეს.
ეს სასიხარულო სიახლე სწორედ იმ დღეს მოხდა, როდესაც საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება. ინფორმაცია პირველად სპორტულმა გამოცემა Geo Team-მა გაავრცელა.
Geo Team-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიულოცეს ეროვნული გუნდის წევრებმა ლუკას ოჯახის ახალი წევრის შეძენა.