“სულ უფრო ემსგავსება დედას” – ნინი ბადურაშვილი ქალიშვილთან, ელენესთან ერთად

ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში შვილთან, ელენე კუტალაძესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გააზიარა, რომელმაც გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.

მომღერლის პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ნინის ყოფილი ქმარი რუსეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძეა. წყვილმა 2012 წელს გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რის შემდეგაც ნინი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მიუხედავად დიდი ყურადღებისა და ხმაურიანი ქორწინებისა, მათი ერთობლივი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა – წყვილი ერთმანეთს ქორწინებიდან სულ რაღაც 4 თვეში დაშორდა.

დაშორების მიუხედავად, ნინისა და ირაკლის საერთო ქალიშვილი, ელენე კუტალაძე აკავშირებთ. ელენე უკვე გაიზარდა და დროს აქტიურად ატარებს როგორც დედასთან, ასევე მამასთან.