“წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, გოგოსთანაც გამეტარებინა დრო. კაცები საზიზღრები არიან“

ქენ­დალ ჯე­ნე­რი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს, თუმ­ცა რე­ა­ლი­თი შოუს, The Kardashians-ის ახალ ეპი­ზოდ­ში, მო­დელ­მა კარა დე­ლე­ვინ­თან მე­გობ­რო­ბა­სა და მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებ­ზე ისა­უბ­რა.

ჯე­ნერ­მა ხუმ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა, ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მარ­ტი­ვი იყოს, რად­გან, მისი თქმით, “კა­ცე­ბი სა­ზი­ზღრე­ბი არი­ან“.
ჯე­ნერ­მა გა­და­წყვი­ტა, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ე­ცა პა­სუ­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის­თვის, თით­ქოს მას და ბრი­ტა­ნელ მო­დელს, კარა დე­ლე­ვი­ნის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.
“იცით, ამა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ. დღემ­დე ჰგო­ნი­ათ, რომ ლეს­ბო­სე­ლი ვარ, რად­გან ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ასე არ არის და მგო­ნია, შენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცი ეს“, – უთხრა ჯე­ნერ­მა მე­გო­ბარს.
დე­ლე­ვინ­მა მისი სი­ტყვე­ბი და­ა­დას­ტუ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კარ­გად იცის, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რია ქენ­და­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

თუმ­ცა სა­უ­ბა­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ჯე­ნერ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისიც აღი­ა­რა, რომ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გა­მო­რი­ცხავს:
“სხვა­თა შო­რის, წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვიქ­ნე­ბო­დი, გო­გოს­თა­ნაც გა­მე­ტა­რე­ბი­ნა დრო. ვფიქ­რობ, ლეს­ბო­სე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ხა­ლი­სო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი და, შე­საძ­ლოა, უფრო მარ­ტი­ვიც იყოს. არ ვიცი, კა­ცე­ბი სა­ზი­ზღრე­ბი არი­ან“, – ხუმ­რო­ბით გა­ნა­ცხა­და მო­დელ­მა.

ჯე­ნერ­მა იქვე გან­მარ­ტა, რომ ქა­ლე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა არას­დროს უგ­რძნია და კარა დე­ლე­ვინ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
“კა­რას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, უბ­რა­ლოდ, ქა­ლებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი არას­დროს მქო­ნია“, აღ­ნიშ­ნა მან.

ცნო­ბის­თვის, ქენ­დალ ჯე­ნერს ამ­ჟა­მად მსა­ხი­ობ ჯე­ი­კობ ელორ­დის­თან აქვს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.