ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი შვილს ელოდებიან. ნუცას ეკრანიდან გაქრობის მიზეზიც სწორედ მისი ორსულობა გახდა
ცოლ-ქმარი სხვადასხვა არხზე მუშაობს და მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ახალი სეზონიდან ნუცა “იმედის” დილის ეთერიდან გაქრა. გავრცელდა ჭორი, წყვილის დაშორების შესახებ. ასევე ამბობდნენ, რომ ნუცაც “რუსთავი 2”-ზე გადავიდა, თუმცა არცერთი ინფორმაცია არ დადასტურდა.
“იმედის” ეთერში ნუცამ აღიარა, რომ მისი ტელეეთერიდან გაქრობის მიზეზი სასიხარულო ამბავია – ის ორსულადაა და ბავშვს ელოდება.
“ბავშვს ველოდები და ვეცადე იზოლირებული ვყოფილიყავი ყველაფერისგან. ბავშვი თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში დაიბადება, ბიჭს ველოდებით. სახელი უკვე შევარჩიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვორჭოფობთ.
თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩემ შვილს უნდა ერქვას სანი, ალექსანდრე… ძალიან შევიცვალე, იცით, როგორი აქტიური ვიყავი, სკოლაში თხასაც კი მეძახდნენ. ბოლო შვიდი თვეა ძალიან დადინჯებული ვარ. მაგრამ ისედაც არ მიჭირდა ტირილი და ახლა დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი…”