პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ახლა თბილისისკენ უნდა მოვფრინავდე, რომ მამის სულისთვის მიმეგო პატივი ორმოცამდე და ლამაზი განსასვენებლის მოწყობაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ვზივარ სახლში და გულზე ვსკდები, რადგან 01/02-ს საფრანგეთმა გაამკაცრა მგზავრობის პირობები და ამათი სტანდარტით გადაუდებელი აუცილებლობა არ ყოფილა გასულ თვეში მამის გარდაცვალება და დედისთვის მდგომარეობის შემსუბუქება. ეარ ფრანსის წარმომადგენელმა მითხრა, ბორტზე არ აგიშვებენ და მოასწარით ბილეთის გადაცვლაო.
აქ მედპერსონალისთვისაც გართულდა ვაქცინაცია, მე-2 დოზის მისაღები რანდევუც გადამიწიეს, პირველადი აცრები ხომ საერთოდ შეჩერებულია გაურკვეველი ვადით და მე როგორღაც მოვახერხე ორივე დოზის დროულად მიღება, გადაწეული რდვ ისევ გადმოვაწევინე და რომ მეგონა ეს დამეხმარებოდა მოგზაურობაში, პირიქით, ცრუ-დადებითი ტესტი ვაქცინირებულში გასაგებია, თუმცა ჩვენ პირობების ჩამონათვალი უნდა დავიცვათ და იქ უარყოფითი ტესტი წერიაო ანუ გვესმის, მართალი ხართ, შევდივართ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ მაინც ვერ გაგიშვებთო! რობოტები იდიოტურ წესებს იცავენ მქანიკურად და გაუაზრებლად!
ახლა მიზეზი, რატომ მივედით აქამდე: ამ გაგანია პანდემიაში, როდესაც ინგლისური შტამის გამო ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ ორ კვირაში ოთხმაგდებოდა, დიდი სავაჭრო ცენტრები ღია იყო და მასიური შოპინგი მიდიოდა სეილებზე. როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას და ირგვლივ ხალხი მასიურად იღუპება, მოდას ვერ ჩამორჩები!
სიფრთხილისა და ზომიერი რეგულაციების არარსებობის გამო მივედით კატასტროფამდე და ახლა გამოგვკეტეს!
ხალხი დამემდურა, როცა ვაკრიტიკებდი მასიურ შეკრებებს და ვირუსის უკონტროლო გავრცელებას. მხოლოდ საკუთარ თავს რომ აყენებდნენ საფრთხეში, ვერც დაუშლი უფსკრულში გადაჩეხვას, მაგრამ როცა უპასუხისმგებლობით ასე მოაჯიშეს ეს ვირუსი, უკვე ყოველ ნაბიჯზე გააჩინეს საფრთხე! ერთხელ გადავრჩით, არ შეიქმნა კლასტერი, რადგან მკაცრად გამოგვკეტეს, რაც უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და შეზღუდვების მოხსნისთანვე სასაკლაოს დაემსგავსებოდა ქვეყანა. ვიწროშუბლიანები თავად ვერ მიხვდნენ და ჩვენ რომ ვაფრთხილებდით, გაგვინაწყენდნენ! სასაფლაოს დირექტორმა მითხრა, ერთ თვეში გადაივსო, ადგილების დეფიციტი გვაქვსო. ამ ორფეხა მხეცებმა შეიწირეს უამრავი უდანაშაულო და მეც მომიკლეს მამა, რომელსაც კიდევ უნდა ეცოცხლა, ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, და რომლის სიცოცხლეც ბევრად უფრო ფასეული იყო, ვიდრე უგულო და უგრძნობი ეგოისტების! 💔💔💔” – წერს პედიატრი.