ტეხასელი ადვოკატი Zoom-ში მიმდინარე სასამართლო პროცესს ჩართული ფილტრით შეუერთდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, როდ პონტონის სახის ნაცვლად Zoom-ის ფანჯარაში კნუტი ჩანდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პონტონს პრობლემაზე მიუთითა ადვოკატის თანაშემწე ფილტრის გამორთვას უშედეგოდ ცდილობდა. „პირდაპირ ეთერში ვარ, კატა არ ვარ“, – თქვა ამ დროს პონტონმა.
სახალისო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მოსამართლე როი ფერგიუსონმა Twitter-ზე გაასაჯაროვა.