ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო კიდევ ერთი კონსპირაციული თეორია გამჟღავნდა, რომლის მიხედვითაც, პრინცესა დაიანას შვილებს – უილიამსა და ჰარის, შესაძლოა, დაც ჰყავდეთ.
თეორიის მიხედვით, ჩარლზსა და დაიანას ქალიშვილი მანამ ეყოლათ, სანამ პრინცი უილიამი გაჩნდებოდა, ნათქვამია The Sun-ის ცნობილ გამოცემაში.
წყაროში მითითებულია, რომ გოგონა – სარა, 1981 წელს, უილიამის დაბადებამდე 8 თვით ადრე გაჩნდა და შესაბამისად,ამჟამად 37 წლისაა.
წყარო ირწმუნება, რომ გოგონას „მშობლებმა“ მას უთხრეს რომ ნამდვილი დედ-მამა ავტოავარიაში დაიღუპა.