სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაქრო გოგატიშვილი პოსტს აქვეყნებს.
“ორთაჭალი ციხე”
ვისაც ახსოვს, საკანში 24 ადგილიანი საკანი იყო, საკანში კი, 104-კაცი იყო, სიგრძე კამერის, თავიდან ბოლომდე 10-12 მეტრი იქნებოდა.
ადამიანს ერთი თავიდან, მეორე ბოლოში გასვლისთვის, საათი მაინც ჭირდებოდა, “პარაშა” ტუალეტამდე, რომ მიგეღწია, ფიქრობდი ამით მთავრდებოდა შენი თავგადასავალი, არა ამის შემდეგ, გიძლიერდებოდა უფრო ბუნებრივი მოთხოვნილება, ვიღაც შენზე წინ იდგა, ვიღაც სამი საათი ელოდებოდა.
ჰაერი ისეთი საშინელი იყო, იფიქრებდი მიწისქვეშ გამოქვაბულში სინესტეში გამოგამწყვდიეს.
ისე გადიოდა დრო ვერ იაზრებდი სად იყავი, ელემენტარული მოთხოვნების მინიმალური შესაძლებლობებიც არ იყო. ძილზე ფიქრი უტოპია, ჭამა ან სხვა სახის მოთხოვნილებებზე, ჯოგური იმუნიტეტი ჰქონდათ ადამიანებს, მთავარი სასიცოცხლო ინსტიქტები, სიგარეტის კვამლში იყო გახვეული, ძილზე იყო რიგი, ერთი საწოლი 4-5 ადამიანის მოსასვენებელი, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ რეალობაში, ადამიანებს კრეატივი არ დაუკარგავთ, რომ არ ჩასძინებოდათ, თავებს იბამდნენ თოკებით, თეთრეულით, თასმებით კოიკებზე. ადამიანებს, ჭერში გაჭიმული ჰქონდათ ბრეზენტი და იქ სიგარეტის ნისლში იკარგებოდნენ.
ასე გრძელდებოდა მინიმუმ 9-თვე, თუ გაგიმართლებდა და მალე დადგებოდა განაჩენი, მერე იყო ოცნება ზონის ცხოვრებაზე.
2007 წელი იყო, ცნობილი ნოემბრის პერიპეტიების დროს, რადიო იმედს ვისმენდით, საკანში, სიმჭიდროვის მიუხედავად, სიგარეტის ბოლში, თითქმის თანასაკნელებს სახეზე ვერ ვცნობდით.
მაგრამ ყველა, იმედი გვქონდა, მეორე საკითხია ვის, რისი იმედი ჰქონდა, მე იმის იმედი მქონდა რომ ჩემი რიგი მოვიდოდა დაძინების, სხვა იმედი განა შეიძლებოდა 18 წლის სამი კვირის უძილარ ბიჭს ჰქონოდა?! მე ვერ წარმომედგინა, რამეზე თუ კიდე მოცდებოდა ჩემი ძალ ღონე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, 7 ნოემბრის მოვლენებმა, საკანში მყოფებს ყველა სხვა სახის პრობლემა დაგვავიწყა.
შემდეგ ისევ იყო საკნის ცხოვრების გაცრეცილი, კვამლში, უიმედობაში ჩაკარგული, მდორე რუტინა. იყო საკანში, სიმწრის სიცილები, ხმაური, საქმის გარჩევები, ავად გამხარი გაფითრებული სახეები. ახალი მოსაკნეების წასვლები, ახლების მიღებები.
“სუდები” უსაშველოდ გაწელილი.
შეკრებითობით, მისჯილი 27 წლიანი სასჯელები, არაადეკვატური, მოსამართლეების, “ზანგივით” ესე უწოდებდენ მოკლე დროში განაჩენ გამოტანილ პატიმარს, ზანგივით გამსუდესო. იყო ქურდული ეგრედწოდებული ციხის წესები.
სამი თვე ჩემ თავს, გვამს სულ გამოცლილს ზემოდენ ვუყურებდი.
2007 წლის, 7დეკემბრის შუა ღამეს, გაიღო დიდი საკნის კარი, ჩემი გვარი ამოიკითხეს, სამი წუთი მომცეს დრო, მე ერთ წუთში მოვიკრიბე ძალ ღონე.
ეტაპი გლდანის ახალ გახნილ ციხისკენ.
გაგრძელება იქნება.”