ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეაში ცხოვრობს. მისი პირადი გვერდი (“დეპრესიული ქართველი კორეაში”) ინტერნეტ-სივრცეში პოპულარობით სარგებლობს.
ცოტა ხნის წინ სოფია პლუს ზომის მოდელად მიიწვიეს. მან სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამი ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც მისი გულშემატკივრების დადებითი შეფასება მოყვა.
“ბოლო სამ წელში უდიდესი სტრესისა და გარემოს რადიკალური ცვლილების გამო თითქმის 20 კილომდე მოვიმატე, ყველა მხრიდან ისმის – ‘როგორ ჩასუქდი’, ‘მოგიხდება ათი კილოს დაგდება’ და ა.შ. კომენტარები, რაც ადვილი მოსასმენი და ყველასთვის ერთნაირად გადატანადი არაა …
სწორედ ამის გამო, ბოლო ერთი წელია, ტომარა ტანსაცმელების გარდა აღარაფერს ვიცვამდი.
ორი თვის წინ კი მიმიწვიეს პლუს ზომის (პუტკუნა ადამიანების) მოდელად და მეც დავთანხმდი !! ფოტოსესია არ იყო სექსუალური, ვულგარული ან ა.შ. შინაარსის, უბრალოდ, მიზნად ისახავდა პუტკუნა ფორმების, მაგალითად, ოდნავ მოშვებული მუცლის, ესთეტიკურ ფარგლებში ხაზგასმას
ამ ფოტოსესიით, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავისთვის მინდოდა მეტი თავდაჯერებულობის შემატება, რომ, აი, მომატებული ხარ, მაგრამ მაინც ლამაზი! მერე ასობით თანატოლი გოგონასთვის, რომელიც მიყურებს და ჩემსავით იმალება და თავი მახინჯი ჰგონია !!