“სიმდიდრის დაკარგვის არ მეშინია. ყველაზე მეტად რისიც მეშანია, ეს არის…”

მაქსიმ გალკინი, განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში დაწყებული ომის გამო.

მას გაუუქმეს ყველა კონცერტი, რაც კი დაგეგმილი ჰქონდა და არ წყდება მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება როგორც მისი კოლეგების მხრიდან, ასევე რიგითი რუსებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის პოლიტიკას.
სოციალურ ქსელში არაერთ კომენტარს ნახავთ, სადაც გალკინს მოღალატეს ეძახიან და მისგან მოითხოვენ, რომ აღარასდროს დაბრუნდეს რუსეთში.

ერთ ერთ მომხმარებელს, რომელმაც მას დაუწერა, რომ იმ ფუფუნების შემდეგ, რაც მას რუსეთში ჰქონდა, ძალიან გაუჭირდება ასე ყოფნა, მაქსიმ გალკინმა უპასუხა: “მომისმინეთ კარგად, ძვირფასებო, ის ფუფუნება, როგორც თქვენ ამბობთ, მე საკუთარი შრომით მოვიპოვე, მემკვიდრეობით არავის დაუტოვებია და მისი დაკარგვის არ მეშინია. მთავარი სიმდიდრის კი არა, სინდისის დაკარგვაა!”

ასევე იხილეთ