ევროვიზია 2022-ზე გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებენ

უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra წლევანდელი ევროვიზიის ფსონების ლიდერია, – წერს BBC.

„პოლიტიკა ყოველთვის ასრულებს როლს ევროვიზიის კონკურსზე ხმის მიცემისას. რუსეთს აკრძალული აქვს კონკურსში მონაწილეობა. უკრაინა იმედოვნებს, რომ გამარჯვებული გახდება“, – აღნიშნავს ბრიტანული მაუწყებელი.

საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინაში, სამხედრო ასაკის კაცებს უკრაინის დატოვება არ შეუძლიათ, თუმცა, Kalush Orchestra-მ მოიპოვა ნებართვა, მაისში, იტალიაში, ტურინში დაგეგმილ კონკურსზე საკუთარი ქვეყანა წარადგინოს.

ასევე იხილეთ