“უკრაინის დიდი ხნის მოლოდინი მალე ახდება – თავისუფლება მიშას და ნიკას”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:

“უკრაინის დიდი ხნის მოლოდინი მალე ახდება, “არმია ონლაინის” ცნობით, აშშ 40 მილიარდი დოლარის დახმარების ფარგლებში, უკრაინა მალე სხვა სერიოზულ შეიარაღებასთან ერთად, შორმსროლელ არტილერიას და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო კომპლექს პეტრიოტებსაც მიიღებს.

ფრონტისა და უკრაინის ტერიტორიის იმ მონაკვეთებზე, სადაც ეს სისტემა იმუშავებს, რუსების ავიაციას პრაქტიკულად გადაეკეტება საჰაერო სივრცე და ასევე უკრაინა, სარაკეტო დაბომბვების თავიდან აცილებასც შეძლებს.

საქართველოსა და უკრაინის მტერი აუცილებლად დამარცხდება.
დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას და ნიკას! Slava Ukrayni!” – წერს გიორგი ბარამიძე.

ასევე იხილეთ