“რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის ვინმე ლევან ბერძენიშვილი?!..”

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ერეკლე მეფესთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აგორებულ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“დაინახე პოზიტივი!
რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ვინმე ლევან ბერძენიშვილი?!
არანაირი!
ნუ, ვთქვათ, დაუკვეთა ამერიკის ელჩმა ერეკლე მეფეზე თემის აგორება და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ისტორიული გმირის დისკრედიტაცია!

 ამანაც, როგორც სულწაწყმედილმა და ნამუსახდილმა-შეასრულა.
მერე რა…
მთავარი, ამ კამპანიაში, შედეგია!
აი, ნახეთ რა ფაქტი დაფიქსირდა.
სრულიად ერი აღშფოთდა!
სრულიად საქართველო დადგა დიდი მეფის ღირსების სადარაჯოზე!
ქართველებმა საოცარი სიყვარული ამოხეთქეს გულებიდან!
მიყუჩებული და ვიღაცეების მიერ “არასვეცკურად” ჩათვლილი პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული გაცოცხლდა!
საქართველოს ისტორიის და ისტორიულ წყაროებში არსებული მასალების საოცარი, ღრმა ცოდნა გამოაჩინა შეურაცხყოფილმა ხალხმა!
ეს არის მთავარი!
ეს არის ერის უკვდავების წყარო!
ეს არის ქართველთა სამკვიდროს მარადიულობის გარანტი!
ეს არის ჩვენი საერთო ბედნიერება!
ქართველებო, მრავალჟამიერ!
შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,
ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..
ანა კალანდაძე.
მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,
უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,
და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!
ნიკოლოზ ბარათაშვილი 1842 წელი”, – წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე იხილეთ