“უკრაინელი მაღალჩინოსნები დაჟინებით ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში!”

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

“საქართველოში დაგეგმილ აქციებს უკრაინა თავის სასარგებლოდ გამოიყენებს! არ არის გამორიცხული სისხლიანი ღონისძიებები და დაპირისპირება! ყველას დიდი სიფრთხილე გვმართებს!
უკრაინელი მაღალჩინოსნები დაჟინებით ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში! ჩვენს ქვეყანას რუსული ბომბებისთვის მალევე გაამზადებდნენ, რომ არა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია.

 კიევში კარგახანია მომზადდა საქართველოს საწინააღმდეგო სპრც. გეგმა, რომლიც უკვე მოქმედებაშია. საქართველოს უსაფუძვლო დადანაშაულება რუსეთთან ლოიალობაში, მედია ფრონტის გახსნა, ევროკავშირთან დაპირისპირება, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ბიძინა ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნა, საქართველოს შიგნით დაძაბულობის შექმნა, უკვე მოქმედებაშია. ამ გეგმის ავტორნი, კარგად იყენებენ არსებულ ვითარებას, პროცესში ჩართეს საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციები, მსხვილი საბანკო და პოლიტიკური ჯგუფები, წამყვანი ქვეყნების გავლენიანი ლიდერები , რაც საქართველოს მიმართ მწვავე ზეწოლით გამოიხატა. ქართული პოლიტიკურ, საზოგადოებრივ გაერთიანებებს და მედია საშუალებებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსირდებიან, ვითარების ესკლაციისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. ზოგი ამ პროცესში გაუცნობიერებლად არის ჩართული , მათ შორის უმაღლესი დონის ხელმძღვანელი.

საქართველომ უკრაინიდან ათი ათასობით ლტოლვილი მიიღო და ყოველმხრივ ეხმარება მათ. მიუხედავად იმისა , რომ უკრაინული კანონმდებლობა კრძალავს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესაძლებლობების მქონე მამაკაცების გასვლას ქვეყნიდან, საქართველოში შემოსულ უკრაინელთა არც თუ მცირე რაოდენობა ახალგაზრდები არიან. ამ კატეგორიის ადამიანებმა, ასე ადვილად რომ აარიდეს თავი საკუთარი სამშობლოს დაცვას, გადმოლახეს უკრაინული საზღვარი და საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდნენ, საფუძვლიან ეჭვს ბადებს! აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინელ ლტოლვილებს, კიევი ეფექტურად იყენებს ევროპის ცენტრებზე ზეწოლის მოსახდენად. ევროპაში ეს მშვიდობიანი აქციებით შემოიფარგლება, ხოლო უკრაინის ელიტის, იქ მყოფი ქართველთა და ზოგიერთ მეომართა განცხადებები, ცხადყოფს რომ საქართველოს მიმართ დაუნდობელი გეგმა მოქმედებს. ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ის , რომ უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსული ახალგაზრდები, აბორიგენ „ბოევიკებთან“ ერთად გამოყენებულ იქნენ სისხლიანი სპეც. ღონისძიებებისთვის. დაგეგმილი საპროტესტო აქციები, ტურისტული სეზონი და სივრცეები , კარგი ნიადაგია ხსენებული გეგმის უმთავრესი შედეგის მისაღწევად, სქართველოში არეულობის მოსაწყობად, სახელისუფლებო კრიზისის შექმნისთვის და მეორე ფრონტის გახსნისთვის!
ყველას სიფრთხილე გვმართებს და გამოკვეთილი პრინციპულობა, რომ ჩვენი პატარა და ულამაზესი სამშობლოა არ ვაქციოთ სხვის სათამაშოდ, დავიცვათ ჩვენი ხალხი და სახელმწიფო!“,- წერს მამალაძე.

ასევე იხილეთ