“ყველაში ისევ ასეთ ძლიერ საყრდენს ვეძებ.. ღრმად მოხუციც კი რომ კარს პირველი აღებს და შენ უკან დგახარ”

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში მამის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“თავი გადადო, მე რომ უმამობა არ მეგრძნო. მერე ჩემი შვილისთვის იყო მოხუცი მამა. დედაჩემისთვის ცხოვრების მთავარი საყრდენი და ჩემი დებისთვის სიტკბოს მთავარი წყარო…

მე კი ყველაში ისევ ასეთ ძლიერ საყრდენს ვეძებ. ღრმად მოხუციც კი რომ კარს პირველი აღებს და შენ უკან დგახარ.. სულ “ბედნიერი მამის დღე” იყო ჩვენთან”, – წერს მაია ასათიანი ინსტაგრამზე.

ასევე იხილეთ