„მამაჩემი ძალიან ცუდად იყო, ლაივიდან ჩემმა შვილმა წამიყვანა…“

ლენუკა ყიფშიძე გუშინ „პრაიმ ჰაუსის“ ლაივს არ დასწრებია, მიზეზი კი ოჯახური პრობლემა იყო. მან პირდაპირ ეთერამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო, რომ მამამისი, მსახიობი ზურა ყიფშიძე ცუდად გახდა.

„მამაჩემი ძალიან ცუდად იყო. მეც ძალიან აგრესიულად და ცუდად ვიყავი, ვეღარ გავუძელი და ლაივიდან წამიყვანა ჩემმა შვილმა. ახლა კარგადაა და სწორედ ამ წუთებში „პრაიმ ჰაუსში“ ვბრუნდები.“ – უთხრა „პრაიმტაიმს“ ლენუკა ყიფშიძემ.

ასევე იხილეთ