new_year

ვახტანგ ტატიშვილმა და მისმა ცოლმა ერთად ყოფნის 50 წელი აღნიშნეს

299

მომღერალი და მსახიობი ვახტანგ ტატიშვილი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „ერთად ყოფნის 50 წელი“ შეუსრულდათ.

ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარს 50 წლის იუბილე მიულოცეს, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ერთად დიდხანს ცხოვრება უსურვეს.

ვახტანგ ტატიშვილს მომავალი მეუღლე თენგიზ ჩხეიძემ გააცნო და როგორც თავად ამბობს, „დაკვირვება-დაკვირვებაში ცოლადაც მოიყვანა“. ვახტანგ ტატიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, რომ მეუღლის მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ძალიან უყვარს თავისი სიდედრი.