თამუნა მუსერიძე აქციების გამართვას აპირებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს, რომელიც გაიგებს, რომ გააშვილეს, უნდა ჰქონდეს უფლება, ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიგოს საკუთარი დაბადების ზუსტი თარიღი და ბიოლოგიური მშობლის გვარი:

„აუცილებლად დავაანონსებთ აქციებს და მოვითხოვთ ჩვენს უფლებებს, რომელიც ირღვევა. თუ ჩვენმა მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო და არ მოგვცეს უფლება, გავიგოთ ჩვენს თავზე ინფორმაცია, ვერ მივიღეთ ის, რასაც ვითხოვთ, მაშინ გავმართავთ აქციებს. გაზაფხულამდე დაველოდებით და სხვა მეთოდებს მივმართავთ…

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ გაიგოს ინფორმაცია თავისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, რადგან გვესმის, რომ ეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოა. აქ საუბარია მხოლოდ ბიოლოგიურ გვარზე, რომლის ცოდნის უფლება აქვს ყველას, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა…“, ამბობს ტელეჟურნალისტი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ