„არ ვიცი, რამდენია კიდევ ჩემთვის დარჩენილი, მაგრამ ამ 43 წელიწადს კიდევ გავივლიდი!..“

პროდიუსერი და ტელესახე ნოე სულაბერიძე 5 იანვარს იუბილარი იყო. მას 43 წელი შეუსრულდა და მოლოცვებისთვის მადლობა სოციალური ქსელის საშუალებით ყველა კეთილის მსურველს გადაუხადა:

„არ ვიცი, გზის ნახევარია, მეტი თუ ნაკლები, არ ვიცი, რამდენია კიდევ ჩემთვის დარჩენილი, მაგრამ ამ 43 წელიწადს კიდევ გავივლიდი! მადლობა ჩემს მშობლებს, ამ გზის ნება რომ გაჩნდა… და მადლობა თქვენ მოლოცვისთვის და თბილი სიტყვებისთვის!.. დამდეგ შობას გილოცავთ ასევე ყველას“.

ასევე იხილეთ