“ჩემი ბავშვობის მეგობარი სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელის ტყვიას”

ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მისი თქმით, თავისი მეგობარი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, რადგან მან სადარბაზოში შესვლა მოასწრო.

“უმძიმესი დღეა საგარეჯოსთვის ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას

ჩემი ბავშვობის მეგობარი სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელის ტყვიას გაუმართლა და სადარბაზოში შეასწრო

მსგავსი სისასტიკე საგარეჯოს არ ახსოვს”, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

ასევე იხილეთ