“უცებ წარმოვიდგინე იმ კორპუსის მცხოვრებნი, სადაც ის იცხოვრებს”

ჟურნალისტი  მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვენერა ობოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და წერს.

„ამ ვენერა ობოლაშვილზე არაფერი დამიწერია და არც ვაპირებდი, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე იმ კორპუსის მცხოვრებნი, სადაც ის იცხოვრებს. მაგრად “გაერთობიან”. განსაკუთრებით კარის მეზობელი იქნება “მხიარულად”, – წერს მეტრეველი.

ცნობისთვის, 13 წლის წინ, 55 წლის ვენერა ობოლაშვილმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.

 

ასევე იხილეთ