„იმედი მაქვს, ჩემი შვილი იმიტომ გახდა ავად, რომ ბევრს დავეხმარო…“

ცნობილი მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თავისი ვაჟის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ გახსნილად საუბრობს.

ის ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში მკურნალობის საშუალება პრაქტიკად არ არსებობს.

ჟურნალ „სარკესთან“ ანა მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს:

„იმედი მაქვს, ჩემი შვილი იმიტომ გახდა ავად, რომ ბევრს დავეხმარო. ვოცნებობ, იდეაფიქსივით მაქვს, აუცილებლად ვაიძულოთ სახელმწიფო, მდიდარი ადამიანები, გახსნან რეაბილიტაციის ცენტრი. მდიდარი და ცნობილი ადამიანების შვილებსაც აქვთ ასეთი პრობლემები. უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც მალავს თავისი შვილის, მამის, დედის, ძმის მდგომარეობას, რადგან სამწუხაროდ, ყველაზე დიდი სტიგმა ახლავს ფსიქიკურ აშლილობას და არ უნდათ ამის გამხელა, ესირცხვილებათ…“

ასევე იხილეთ