„რაც უფრო გულწრფელად და ალალად ვსაუბრობდი პირად ცხოვრებაზე, მით უფრო მეტი ჭორი გამომიგონეს და გამივრცელეს…“

მარიტა როხვაძე „ჟურნალ“ სარკესთან საუბრობს იმის შესახებ, რატომ აღარ სურს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი:

„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არიან ადამიანები, ვინც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. რაც უფრო გულწრფელად და ალალად ვსაუბრობდი პირად ცხოვრებაზე, მით უფრო მეტი ჭორი გამომიგონეს და გამივრცელეს. მივხვდი, რომ არ უხარიათ, როდესაც შეყვარებული ხარ, როდესაც ამ სიყვარულზე ლაპარაკობ და ბედნიერი ხარ.

ანუ თქვენი ურთიერთობები წარსულში ამგვარმა ჭორებმა და ზედმეტმა ყურადღებამ შეიწირა?

კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. როდესაც შენ გარშემო სულ რაღაცებს აგორებენ, ეს დამღლელია, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც შენ გვერდით არიან. ამიტომაც ამ ყველაფერზე არ ვლაპარაკობ და მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩემთვის, ჩუმად…“

ასევე იხილეთ