“ალისკა ძალიან იტანჯება, ძილი დაკარგა… ღამე იღვიძებს და მამაზე საუბრობს, ნიკოლოზსაც ძალიან სჭირდება მამა”

გი­უ­ლი ალა­სა­ნია შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მათ მამა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დედა ამ­ბობს, რომ ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში” რამ­დენ­ჯერ­მე იყო მი­სუ­ლი, თუმ­ცა მა­მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად არ შე­უშ­ვეს.

“რაც შე­ე­ხე­ბათ შვი­ლებს, ესეც არის წა­მე­ბის ერთ-ერთი ფორ­მა. ნი­კუ­შა მი­იყ­ვა­ნეს რამ­დენ­ჯერ­მე, არც უარი იყო, არც და­დე­ბი­თი. ბოლო წუ­თამ­დე აც­დე­ვი­ნეს და ბოლო წუთს გა­ირ­კვა, რომ არ უშ­ვე­ბენ. ეს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, დატ­ვირ­თუ­ლია… მივა დაჯ­დე­ბა, იც­დის, რად­გან ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა მამა. ისე­თი ასა­კი აქვს მას.

პა­ტა­რა ალის­კა, ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბა. ძილი და­კარ­გა. ღამე იღ­ვი­ძებს და მა­მა­ზე სა­უბ­რობს. გა­ნიც­დის ბავ­შვი ძა­ლი­ან. უნდა ვთქვა, რომ ალის­კა ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბავ­შვია, თა­ვის ასა­კის ბავ­შვს არ ჰგავს” – ამ­ბობს გი­უ­ლი ალა­სა­ნია.

ასევე იხილეთ