“ეს ბრილიანტის გოგო არის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე – ყველა ქართველი ამაყობს შენით!”

მომღერალი, ნინი შერმადინი კოლედის, ნუცა ბუზალაძის წარმატებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისით ამაყობს.

“ეს ბრილიანტის გოგო არის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა დაისახო ოცნება მიზნად, ის ჩემთვისაც მოგივაციაა, ყველაფერი შესაძლებელია! ოცნებები ხდება! ნუცა ვამაყობ შენით, არა მარტო მე, ყველა ქართველი! ყველა ვამაყობთ შენით! მადლობა ამ სიამოვნებისთვის! მადლობა,რომ ჩვენი გოგი ხარ! მადლობა ამ ემოციისთვის! ყველა ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, შენს გვერით ვართ! ჩვენ შენი გამარჯვების გვჯერა! სულ იკაშკაშე ჩემო ლამაზო და ნიჭიერო! You deserve all the best! You are more then J.Lo for us! May you always shine!”, – წერს შერმადინი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სატელევიზიო მეგა პროექტ “American Idol”-ის მონაწილეა. მისმა გამოსვლამ ჟიურის წევრები არაფრთოვანა.

ასევე იხილეთ