„დედა, ყველაფერი მახსოვს, ყველაფერს ვხედავ, ათი ცხოვრებაც რომ ვიცხოვრო, შენს ამაგს ვერ გადავიხდი…“

ზურა გორგაძე დედას ემოციურ სიტყვას უძღვნის და იხსენებს, თუ რა გააკეთა დედამ მისთვის:

„ძალიან მიყვარხარ. ორიგინალური არ ვიქნები. ვფიქრობ ხოლმე, რა ფენომენი ხარ, მაგრამ ცალსახა პასუხი არასდროს მექნება. რაც ჩემს ცნობიერს ახსოვს, თუ რა გაუკეთებია დედას ჩემთვის, ეს არის წარმოუდგენელი. ბავშვობაში შემექმნა პრობლემა გულზე, ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდებოდა, დედამ დაიწყო კარდაკარ სიარული, რომ გაერკვია, რა მჭირდა. ცდილობდა, როგორმე ქვეყნიდან გავეყვანე. ჯანდაცვის სამინისტროში იმდენჯერ ჩამოდიოდა რაიონიდან, ყველა იცნობდა. დედა მინისტრთან შეიპარა, დაცვამაც ვერ გააჩერა. შვილის გადასარჩენად გააფთრებულმა მოახერხა მინისტრთან შესვლა და დაფინანსების მოპოვებაც შეძლო. აუცილებლად მინდა ვუთხრა მას ეთერში – 90-იანების რთული პერიოდი ყველას გვახსოვს. როცა ქათმის კერძი გვქონდა საჭმელად, დედა სულ ამბობდა, რომ ქათმის კისერი და ფეხები უყვარდა ძალიან, რომ გავიზარდე, გავაცნობიერე, რომ ეს ასე არ იყო, უბრალოდ, საუკეთესოს ჩვენ გვიტოვებდა…“

ასევე იხილეთ