“სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა, სული მეწვის”

“ემიგრანტების იმედი”, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ, დათო კაკაბაძეს ემოციურად ემშვიდობება.

“მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ქორწილში მივდივარ სამღერად და ტრაგედია დატრიალდა…

ეს ანგელოზი გარდაიცვალა, გაქვავებულები ვართ, ვზივართ საქორწილო დარბაზში. ეს რა გააკეთე, გლოვობს ბათუმი დათუნა კაკაბაძეს.

დავმუნჯდი მე….ხალხო ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ… 

სიტყვებია ზედმეტია ისეთი ტკივილია, სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა, სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე… სული მაქვს დამძიმებული…. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ტრაგედიას, რომელსაც სახელი არ ააქვს…. დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო…

ცრემლ ცეცხლი ტრიალებს, ენა ვერ აღწერს.. ძნელია ყოველივეს ენით აღწერა და გადმოცემა, შოკირებულები თვალებიდან ცრემლი ნაკადულებად სდით… განა ადვილია საკუთარი ხორცის ნაწილის, საკუთარი სისხლის დაკარგვა, გამიგონია ბრძენთაგან: “მშობელმკვდარი ბავშვისთვის კაცობრიობას „ობოლი“ შეურქმევია, მეუღლე გარდაცვლილისთვის – „ქვრივი“, მაგრამ შვილმკვდარი მშობლისთვის ჯერ კაცობრიობას სახელი არ შეურქმევია, იმდენად დიდია ამ კანონზომიერების რღვევის განაჩენი“. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს შოთო სიხარულიძე.

ცნობისთვის, დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 17 წლის დათო კაკაბაძე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.

ასევე იხილეთ