“სიბერე ძნელია, მაგრამ არ უნდა შეუშინდე… მინდა, ლამაზი წავიდე ამ ქვეყნიდან” (ფოტო)

გაიცანით 89 წლის მეეზოვე, ლამარა ვარადაშვილი, რომელმაც დასუფთავების სამსახურში მუშაობის დაწყება 80 წლის ასაკში გადაწყვიტა. მხცოვანი ქალი მზიურის პარკის სისუფთავეზე ზრუნავს.

“სიბერე ძნელია, მაგრამ არ უნდა შეუშინდე…ვცდილობ, დეპრესიაში არ ჩავვარდე”, – ამბობს “დილა მშვიდობისა, საქართველოსთან” ლამარა ვარადაშვილი.

კითხვაზე, საჩუქარი რომ გაჩუქონ, რა გაგიხარდებათ? ლამარა ვარადაშვილის პასუხი შემდეგია: ” 50 ლარად რომ ვიარო ცურვაზე, ხერხემალი მაწუხებს და მისთვის ზალიან კარგიაო, მითხრეს. მინდა, რომ ლამაზი წავიდე ამ ქვეყნიდან”.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ

ასევე იხილეთ