„გამობრძანდით“- „მეფე ნარიმანის” სახლთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე, მანანა არჩვაძე გამოჩნდა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე „მეფე ნარიმანის“ სახლთან გამოჩნდა.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება, რამდენიმე დღის წინ, 7 მარტს არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ არიგებს „მეფე ნარიმანი“ სანთლებს პროდუქტებს, ღვინოს და ფულს.

„გამობრძანდით“- ასე მიმართავს მანანა არჩვაძე „მეფე ნარიმანად“ გამოცხადებულ ნიკოლოზ მაქარაშვილს.

ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ამას თავად ბერის და ხშირ შემთხვევაში, მისი მრევლის, უცნაური ქმედებები განაპირობებს. მრევლი ბერ ნიკოლოზს სალოსად ნათლავს. ამბობენ, რომ იგი ქრისტე ღმერთია, რომ იგი მეფეა, სასწაულმოქმედი და ცოცხალი წმინდანი.

ასევე იხილეთ