“21 წლის ვიყავი და დირექტორი როგორც მიყურებდა, არ მომეწონა”

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურში არასდროს შეუვიწროვებიათ.

“სამსახურში შევიწროვების ქეისი არასოდეს მქონია.ერთადერთხელ მივხვდი რაღაცას, ისიც სახელი ვერც დავადე, 21 წლის ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა  – დირექტორი როგორც მიყურებდა, არ მომეწონა და წამოვედი იმ სამსახურიდან, ეგრევე გადავედი სხვაგან. 

მერე ეგ კაცი სექსუალური ძალადობისთვის დაიჭირეს შვეიცარიაში და უკეთ მივხვდი, რა არ მომეწონა. მაგრამ მქონია ქეისი, რომელიც ჩემთვის ძალადობას უტოლდება. 

ერთი ამერიკული ორგანიზაციაა, გრანტებს გასცემს. 

2017 წელს,  როცა მივხვდი რომ ერთ წყაროზე დამოკიდებულება დაუშვებელია, რომ ეს განვითარებას და პროფესიული სტანდარტის შენარჩუნებას შეუძლებელს ხდის, მონობას გთხოვს –

ამიტომ ტელევიზია დავხურე  და ონლაინ ტაბულას დაფინანსების დივერსიფიცირება დავიწყე, ამერიკაში ვიყავი და ამ ორგანიზაციის შეფს შევხვდი. 

ტაბულას პროექტი მივიტანე და მოყოლა მინდოდა  – მე რას ვაკეთებ. 

ამ ქალმა გამაჩერა, მითხრა რომ ჩემი პრეზენტაცია არ აინტერესებს და ორი მამრის კონფლიქტის გარჩევა მოითხოვა. ანუ მიშაზე და გიგაზე მელაპარაკე, რაზე იჩხუბეს, რა მოხდა – რა დროს ტაბულააო. 

მეთქი ოკეი ქალბატონო – გაფრინდებიან შენი დაფინანსებული ენჯიოები. ცოტა შემებრალა (საბჭოთა მასწავლებლები რომ მირტყამდნენ, ეგენიც მებრალებოდნენ) – ვინ იცის გენდერული თანასწორობისთვის რამდენი გრანტი გაუცია. 

ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სამსახურეობრივი გამოცდილება ეგ იყო”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ ამხილა.

ასევე იხილეთ