„ახლა გავიგე, რომ შალვა რამიშვილის შვილებს წერენ მამაზე”

ბოლო რამდენიმე დღეა განხილვის საგანი გახდა რამდენიმე ქალის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ.

ამ ამბავს არაერთი კომენტარი მოჰყვა. პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო წილოსანმა თქვა, რომ „ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება არანაკლებ მძიმეა“. განცხადება გაავრცელა ტელეკომპანიამაც. POSTV-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს გამძაფრდა თავდასხმა ტელეკომპანიაზე და, რომ „ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ის ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელეკომპანია POSTV-ის არსებობა მოსვენებას არ აძლევს“.

შალვა რამიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტებს ეხმაურება „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და მოქალაქეებს ურჩევს „ფოკუსი გაასწორონ“.

„ახლა გავიგე რომ შალვა რამიშვილის შვილებს წერენ მამაზე. რამდენადაც სრულიად უკომპრომისოდ უნდა ვებრძოლოთ ძალადობას, იმდენად კატასტროფაა შვილებისთვის მიწერა.

გავასწოროთ ფოკუსი“, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ.

ასევე იხილეთ