“დედაჩემს მოსწონს ეკატერინე ჭავჭავაძისნაირი ქალები, არ უნდა ეცვას შარვალი“

284

პაატა თედიაშვილი „ღამის პრაიმ ტაიმში“ ამბობს, რომ დედიკოს ბიჭია და მისთვის დედის აზრი მნიშვნელოვანია:

„დედას მოსწონს ეკატერინე ჭავჭავაძისნაირი ქალები, შუაზე გადაყოფილი თმით, არ უნდა ეცვას შარვალი, უნდა ეცვას კაბა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ადამიანია, ახლა უკვე ოცნებობს, რომ შვილიშვილები დაინახოს. იყო კონკრეტული ადამიანი, მაგრამ მას არ მოეწონა. მინდა, ჩემი ცოლი იყოს ისეთი, როგორიც იყო ოლღა გურამიშვილი. წერენ, რომ ოლღა გურამიშვილი იჯდა ილიას კართან, თავის სკამზე, ფეხაკრეფით შედიოდა და ჩაი შეჰქონდა, ისე უყვარდა…“

მომღერალი აღნიშნავს, რომ თუკი ცოლს არ მოიყვანს, შვილი მაინც ეყოლება.