“ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისთვის საერთოდ მიუღებელი გავხდი“

286

თემო რცხილაძე 10 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ როგორც ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, პუტინის რეალური სახის დანახვის შემდეგ იქ გაჩერება აღარ მოისურვა:

„დაახლოებით 10 წელი ვცხოვრობდი რუსეთში, სანამ ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის რეალური სახე არ დავინახე. ბოლო წვეთი იყო ის არაადამიანური საქციელი, როცა ჩვენი თანამემამულეები საშინელი დამცირებით, საბარგო თვითმფრინავებით გამოუშვეს რუსეთიდან. მივხვდი, რომ იქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. 2008 წლის ომის შემდეგ დავწერე სიმღერა, რომელიც ზურა დოიჯაშვილი შეასრულა. ამ სიმღერის საპროტესტო სულისკვეთების შემდეგ საერთოდ მიუღებელი გავხდი რუსეთის ხელისუფლებისთვის!..“