„ლუკმაპურის საშოვრად გამოსული სახლში გაყინული დაუბრუნდი ოჯახს…“

ქობულეთში სტიქიის დროს დაღუპული მამაკაცის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე წერს.

„გლოვობს ჩემი ქობულეთი ვუსამძიმრებ სრულიად აჭარას შენთან რა უნდოდა სიკვდილს… „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს რომანაძეების ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ერგულის ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს…

ეს იყო შენი ბედი? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს რომელმაც ასეთი კეთილშობილი მშრომელი შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, ესეთი შემზარავი სიკვდილი. სიკვდილსაც ხომ გააჩნია… არ იმსახურებდა…. გადაინაცვლა მარადიულობაში…

რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….

ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ….ლუკმაპურის საშოვრად 1 საათის გამოსული სახლში გაყინული გაქვავებული დაუბრუნდი შენს ოჯახს..“,- წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე იხილეთ