„გიორგი გადასარევად არის, უბრალოდ, ცხოვრების დატვირთულმა რეჟიმმა ცოტათი გადაღალა…“

ლენუკა ყიფშიძე პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას, როგორია მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა:

„გიორგი გადასარევად არის. მიხარია, რომ მალე გადაღებები ეწყება. უბრალოდ, ცხოვრების დატვირთულმა რეჟიმმა ცოტათი გადაღალა. ორ მცირეწლოვან ბავშვს დიდი ენერგია მიაქვს. ერთი ბაღში ადის, მეორეც მალე შევა და გიორგის უფრო მეტი დრო დარჩება, რომ საკუთარ თავს მიხედოს. მინდა, ისეთ ფორმაში იყოს, როგორიც იყო სერიალ „ცხელი ძაღლის“ პერიოდში და პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
ასევე იხილეთ