ნათია თოდუა მშობიარობის შემდეგ კარიერას უბრუნდება და პირველ კონცერტს აანონსებს

მომღერალი ნათია თოდუა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, პირველი შვილი – ჰუგო შეეძინა, საკუთარ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში ატყობინებს, რომ მშობიარობის შემდეგ კარიერას უბრუნდება.

„როგორც უკვე იცით, დედა გავხდი. ჩემს შვილთან დროის გატარება დიდი ბედნიერებაა და მინდა, ეს ლამაზი გრძნობები ჩემს მუსიკაშიც გავაზიარო.

ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ ამ წლის პირველი კონცერტი 5 მაისს ჩატარდება Wunder-Bar-Konzerte-ში, სადაც ახალ სიმღერებს დავუკრავთ“. – წერს ნათია თოდუა.

შეგახსენებთ, მომღერალი გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
ასევე იხილეთ