“თაკო ჩარკვიანს გონება ისე აერია, ნიკა მელია ვალერი გელბახიანი გონია“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში დეპუტატ, თაკო ჩარკვიანის შესახებ წერს.

„თაკო ჩარკვიანს გონება  ისე აერია, ნიკა მელია ვალერი გელბახიანი გონია, გინდა თუ არა კვირაიასთან  მუშაობდა გამომძიებლადო. შოთა კვირაიასთან  ვალერი გელბახიანი  მუშაობდა კადრების განყოფილების უფროსად და კითხოს  თუ ჰყავდა კადრებში სკოლის მოსწავლე  თუ ჭაბუკი ნიკა მელია. კვირაია იძულებით  პენსიაზე 1997 წლის ზაფხულში გაუშვეს. ეს ქალი ისე იშტერებს თავს, გეგონება კვირაია არ ახსოვდეს მამამისის შვილს ან თავად ანდროპოვის და    ჩერნენკოს დროიდან  არ ემუშაოს საბჭოთა საქართველოს საქტელერადიო დეპარტამენტში მუსიკალურ  რედაქტორად, ცეკადან ჩაწყობით. დიპლომი თუ ჰქონდა? როგორ მოხვდა იქ?  წაიღო რა ტვინი. ვინც  ამას სახლში მიადგა  2018 წელს და ვინც ეს ცრუპენტელა   “ნაციონალური მოძრაობის” ღონისძიებაზე ჩვენდა ჭირად   მოიწვია, იმას რა ვუთხარი“, – წერს წამალაშვილი.

ასევე იხილეთ