„მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს, სანამ ლილიტი ლომს არ დატოვებს!.. წელს ბავშვების თემა ძალიან გააქტიურდა ნეგატიური კუთხით…“

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე წერს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვებს, სანამ ლილიტი ლომის ზოდიაქოს ნიშანს არ დატოვებს:

„ჩემო მეგობრებო, ადრეც დავწერე ეს გაფრთხილება და ახლაც მინდა შეგახსენოთ, –  მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს! მუდმივი მეთვალყურეობა… სულ თვალთახედვის არეში უნდა გყავდეთ, მით უფრო უახლოესი თვეების განმავლობაში, სანამ ლილიტი ლომს არ დატოვებს (ლომი, ამ შემთხვევაში ბავშვებია).

უბედური შემთხვევებისგან არასდროს ვართ დაცულნი, მაგრამ წელს, ეს ბავშვების თემა ძალიან გააქტიურდა ნეგატიური კუთხით, რასაც ეს ლილიტის ტრანზიტი ლომში უწყობს ხელს. თქვენც ხედავთ ყოველდღიურად რაც ხდება.

თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ..

ეს არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ყურადღება ყველას გვმართებს.

ბედნიერ, მზიან დღეებს გისურვებთ…“

ასევე იხილეთ