“ჩემს დაქალს ღადაობით ჩავუგდე მისი ფოტო და მივწერე, ჩემი მომავალი ქმარია-მეთქი“

1,019

ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი მარიამ ლამაზი შვილებთან ერთად „რუსთავი 2“- ის გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა.

მარიამმა დილის ეთერში ისაუბრა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე.

„ყოველთვის მიყვარდა სოციალური ქსელები… ერთხელ ლაივში ვიყავი და ერთ- ერთი, ვინც მიყურებდა, იყო ჩემი მომავალი ქმარი.

„გამარჯობა მშვენიეროო“, – მომწერა.

ფოტოზე მომეწონა. ჩემს დაქალს ,,ღადაობით” ჩავუგდე მისი ფოტო და მივწერე, ჩემი მომავალი ქმარია-მეთქი. ალბათ რაღაც დონეზე ინტუიციურად ვიგრძენი, რა მოხდებოდა მომავალში“, – ამბობს მარიამ ლამაზი.