“ემიგრანტი ბებო მოფრინავს იტალიიდან… მალე ჩაგეხუტება გაყინულს“

173

ბათუმში, ტრაგიკულად დაღუპულ სამი წლის ბავშვს, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გლოვობენ. შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„შენი გამწარებული ემიგრანტი ბებო მოფრინავს იტალიიდან და მალე, რამდენიმე საათში ჩაგეხუტება გაყინულს… ცაში გაფრინდა 3 წლის ანგელოზი, ნოე ტარიელაძე… გლოვობს ჩემი ბათუმი…

ღმერთო, სად ხარ ასეთ დროს? ასეთი პატარა ანგელოზები რატომ უნდა კვდებოდნენ, რატომ? გული მომიკვდა, როგორ ვთქვა, სიტყვა ვიზიარებთქო ეგეც არ ვიცი, რა ვთქვა და რა დავწერო… ესეც არ ვიცი, ენით აუწერელი ტკივილია პატარა ანგელოზი უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს… 

გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ნოე,“ – წერს შოთო სიხარულიძე.