შოტლანდიის ქალაქ ლოკგელის მცხოვრებმა 20 წლის წინ დაკარგული საფულე დაიბრუნა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
37 წლის რაიან სეიმურის განცხადებით, მან საფულე, რომელშიც 60 გირვანქა სტერლინგი, პლასტიკური ბარათები და საბუთები ედო, 2001 წელს, ქალაქ დანფერმლაინში, ერთ-ერთ პაბთან დაკარგა.
სეიმურს დაკარგული საფულე აღარც ახსოვდა, თუმცა მიმდინარე წლის მაისში მას დაუკავშირდა დანფერმლაინის პოლიციის თანამშრომელი და ჰკითხა, რომ არ დაუკარგავს საფულე მრავალი წლის წინ. როგორც აღმოჩნდა, გამვლელმა საფულე პაბთან, ბუჩქებში იპოვა და პოლიციაში მიიტანა.
რაიანი სეიმური აცხადებს, რომ ყველაფერი, გარდა ფულისა, პლასტიკური ბარათები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სამსახურის საბუთი მას საფულეში ხელუხლებელი დახვდა.