“მოვარდნენ ჩემი ბარტყები აღელვებულები და მეუბნებიან: დედა, ხვალ არ გვცემო, რა”

901

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს:

მოვარდნენ ჩემი ბარტყები შეშფოთებულები, აღელვებულები და მეუბნებიან: დედა, ხვალ არ გვცემო, რა.

გამიკვირდა… რა სისულელეებს მეუბნებით? რატომ უნდა გცემოთ-მეთქი? ჰოდა მეუბნებიან: აბა, ასე გვითხრეს დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და ხვალ ბავშვთა ცემის დღეო. მოკლედ, ვიღაცა ვერზილი ძალიან ცუდად გახუმრებიათ მიამიტ პატარებს“, – წერს თამარ ივერი.